1 აგვისტოს კომპანია "პოპული" მომსახურების ახალ ფორმატს შესთავაზებს თბილისის მოსახლეობას. სწრაფი კვების ობიექტი "გაამოთ" რომელიც მელიქიშვილის #2 ნომერში (ფილარმონიის წინ) მდებარეობს, გამოირჩევა მზა სალათების, სენდვიჩების, ცხელი და ცივი კულინარიის განსაკუთრებული ასორტიმენტით. "გაამოთ", როგორც კაფეს ტიპის მომსახურებას ასევე Take Away - სერვისს შესთავაზებს მომხმარებელს. ამავე დღეს გაგარინის 4 ნომერში "პოპული" ქსელის 43-ე მაღაზიასაც გახსნის და 3000 მდე დასახელების პროდუქტს შესთავაზებს მომხმარებელს.