|
პირველი საცალო ვაჭრობის ქსელი საქართველოში სავაჭრო ქსელი "პოპული" პირველი სასურსათო და საყოფაცხოვრებო მაღაზიათა ქსელია თბილისში. იდეა ქსელის შექმნის შესახებ წარმოიშვა 2001 წელს რასაც მოჰყვა პირველი მაღაზიის გახსნა. "პოპული" გათვალისწინებულია საშუალო და საშუალოზე მაღალი შემოსავლების მქონე მომხმარებლებზე. სწორედ მათი მოთხოვნილებების გათვალისწინებით, მაქსიმალურად ეფექტურად არის შერწყმული ფასები საქონლის ხარისხთან, საქონლის ასორტიმენტი, სერვისი და დიზაინი -მომხმარებლების პრეფერენციებთან. სავაჭრო ქსელი "პოპული" დედაქალაქის თითქმის ყველა უბანს და ქვეყნს მსხვილ ქალაქებს მოიცავს პოპულის მაღაზიები წარმოდგენილია: ქუთაისში, რუსთავში, გორში, სიღნაღში და ბათუმში. თითოეული მაღაზიის გახსნას წინ უსწრებდა ამ რაიონის სასურსათო მომარაგების შესწავლა და მოსახლეობის მოთხოვნილებების სრული გათვალისწინება. ჩვენი ქსელი 100 000- მდე ოჯახს ემსახურება. სავაჭრო ქსელი "პოპული" სწრაფი ტემპით ფართოვდება და ვითარდება, 2006 წლის 1 იანვრიდან - 2008 წლის 1 იანვრამდე მაღაზიების რიცხვი 17 - დან 30 - მდე გაიზარდა, რასაც ჩვენ ზრდის სტრატეგია განამტკიცებს. დღეს სავაჭრო ქსელი "პოპული" უკვე 42 მაღაზიის მფლობელია. ჩვენი ორგანიზაცია ცდილობს არა მხოლოდ მაქსიმალურად დააკმაყოფილოს მომხმარებლის მიმდინარე მოთხოვნილებები არამედ წინასწარ განსჭვრიტოს მათთვის მისაღები და ფასეული პროდუქცია, მომსახურება რაც, ინოვაციების პირველი შემომტანს გხვდის საქართველოში. სავაჭრო ქსელი "პოპული" იმართება ცენტრალიზებულად - ცენტრალური საწყობისა და გამანაწილებელი ცენტრის მეშვეობით, ხოლო მაღაზიებში საქონლის მიწოდება ხორციელდება შიდა სადისტრიბუციო სამსახურის მეშვეობით. ჩვენი ქსელი მარაგდება პირდაპირ მწარმოებლებისგან შუალედური რგოლის გარეშე, საკუთარი ლოგისტიკის სამსახურის მეშვეობით. სავაჭრო ქსელი "პოპული" - თანამედროვე ორგანიზაციაა, ეფექტური მენეჯმენტით. ჩვენს ორგანიზაციაში მაქსიმალურად ხდება საცალო ვაჭრობის ქსელის უპირატესობათა და მისი განვითარებისთვის საჭირო ელემენტების შემუშავება, დახვეწა და ათვისება (საერთო საწყობის და გამანაწილებელი ცენტრის შექმნა, შიდა დისტრიბუციის აგება, ერთობლივi ინტერიერისა და ექსტერიერის შექმნა, მომწოდებლებთან პრივილეგიებით სარგებლობა, მომხმარებლების წახალისება). სავაჭრო ქსელი "პოპული" სადღეღამისოა. ასორტიმენტი ჩვენთან მრავალფეროვანია, ყველაფერი ოჯახის სასურსათო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ჩვენი კომპანია თანამშრომლობს 300-ზე მეტ მომწოდებელთან, მათ შორის საქართველოს ბაზარზე მოღვაწე და მსოფლიოში ცნობილი მწარმოებლ ფირმებთან. მაღაზიათა ქსელში დასაქმებულია 1500-მდე თანამშომელი. სავაჭრო ქსელი "პოპული" 2001 წლიდან მოქმედებს საქართველოს საცალო და საბითუმო ვაჭრობის ბაზარზე და საკმაოდ წარმატებულად, რაც ჩვენს მიერ ამორჩეული ბიზნესის წარმოების სტრატეგიის სამართლიანობაზე მიანიშნებს. სამომავლო განვითარებისათვის მრავალი ღონისძიებები იგეგმება, რაც სავაჭრო ქსელი "პოპული"-ს წარმატებულობას, ეფექტურობას და კონკურენტუნარიანობას კიდევ უფრო განამტკიცებს. სავაჭრო ქსელი პოპული სააქციო საზოგადოებაა, ჩვენი აქციონერები არიან ისეთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები როგორიცაა "საქართველოს ბანკი" ამერიკული საინვესტიციო კომპანია "ფაიარბერდ აურორა ფონდი" გერმანული საინვესტიციო ჯგუფი "ოსტინვესტორი" და შვედური საფინანსო ინსტიტუტი "ისტკაპიტალი". დღეისათვის სს "პოპული" სამ ფორმატში ოპერირებს: "პოპული სუპერმარკეტი", "პოპული ექსპრესი" და "პოპული XL"-ი.
|