კომპანიების ძვირფასო წარმომადგენლებო, რომელთაც გსურთ ჩვენთან თანამშრომლობა თქვენთან მუშაობის პროცესში მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით ჩვენმა კომპანიამ შეიმუშავა რამოდენიმე კრიტერიუმი, რომელთა დანიშნულებაა უფრო გასაგები გახადოს ახალი პარტნიორების შერჩევის პრინციპები და ძველ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების მოტივი. ამჟამად კომპანია "პოპული"-ს აქვს მიმწოდებელთა უკვე ჩამოყალიბებული სისტემა, ამასთან ბევრ მათგანთან ჩვენ უკვე წლების მანძილზე ვთანამშრომლობთ. პარტნიორების შერჩევისას ს/ქ "პოპული" ხელმძღვანელობს კომპანიის შესყიდვების განყოფილების სტრატეგიიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს თანამშრომლობისათვის ურთიერთ ხელსაყრელ პირობებს და ჩვენი კონკურენტული უპირატესობების გათვალისწინებას სხვა მაღაზიებთან შედარებით. ჩვენ არ შეგვიძლია უსასრულოდ გავზარდოთ მიმწოდებელთა წრე, განსაკუთრებით, თუ ახალი კანდიდატები გვთავაზობენ ანალოგიურ ან მონათესავე ასორტიმენტს. მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ თქვენი წინადადება თანამშრომლობის შესახებ - თუ თქვენს მიერ შემოთავაზებული პირობები ს/ქ "პოპული"-ს კომერციული განყოფილების ასორტიმენტის მართვის სტრატეგიას დააკმაყოფილებს, მზად ვართ თანამშრომლობისთვის. თქვენი კომერციული წინადადებები განიხილება მხოლოდ კომპანიის სათაო ოფისში. მისამართი: ქინძმარაულის 5 – (მოსკოვის პროსპეკტი). ტელ. (99532) 244631
|