|
სასწავლო ცენტრი პოპული - თანამშრომლების მიღება, ტრეინინგი, ტესტირება და მონიტორინგი. თანამშრომლების დასაქმება ს/ს პოპულში ხდება გარკვეული წესებისა და პროცედურების მიხედვით, რომლის მიზანია პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება, საშემსრულებლო და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. მაღაზიებში ახალი პერსონალის აყვანის პროცედურა მოიცავს რამდენიმე ეტაპს: 1. ს/ს პოპულის ქსელის არსებული ან ახალი მაღაზიების თანამშრომლებით (მაღაზიის მენეჯერი, ადმინისტრატორი, მოლარე, კონსულტანტი, საქონლის მიმღები-ოპერატორი) შევსება ხდება კონკურსის წესით. განცხადებების მიცემა ვაკანსიების შესახებ ხდება საინფორმაციო საშუალებებით (პოპულის არსებული ვებ-გვერდი, კვირის პალიტრა, სიტყვა და საქმე, განცხადებები სასწავლებლებსა და ორგანიზაციებში). ინფორმაციის გავრცელებისათვის ასევე გამოყენებულია არსებული მაღაზიების ქსელი (განცხადება მაღაზიის შესასვლელში) და მომუშავე პერსონალი, რომლებიც დაინტერესებულ პირებს აცნობებენ საჭირო ვაკანსიების შესახებ. 2. ს/ს პოპულში მუშაობის დაწყების მსურველები გადიან პირველად რეგისტრაციას. კადრების განყოფილების თანამშრომელი იწერს მათ პირად მონაცემებს (დაბადების ადგილი და თარიღი, საცხოვრებელი ადგილი, ტელეფონი, განათლება, სამუშაო გამოცდილება და ა.შ.), გააცნობს მათ სამუშაო პირობებს, სავარაუდო ხელფასს და აცნობებს ტესტის ჩატარების თარიღს და დროს. კანდიდატებისათვის არსებობს ასაკობრივი შეზღუდვა. რეგისტრაციას გადიან და ტესტირებაზე დაიშვებიან 18-35 წლის ქალბატონები და 18-45 წლის მამაკაცები. მუშაობის მსურველები ტესტირების დღეს წარმოადგენენ პირადობის მოწმობას, რომლის გარეშეც ისინი გამოცდაზე (ტესტზე) არ დაიშვებიან. 3. კანდიდატების პირველადი გაფილტვრა ხდება ტესტირების საშუალებით. ტესტირება ტარდება წინასწარ დადგენილ დღეებში, საშუალოდ თვეში ერთხელ, 3 ნაკადად (თითოეულ ნაკადში 35-40 ადამიანი) და დღის განმავლობაში შესაძლებელია 100-120 კაცის გამოცდა. ტესტები 2 სახისაა: ინტელექტუალური, გონებრივი განვითარების (IQ) და უნარ-ჩვევები. ტესტი შედგება 40-50 კითხვისაგან და ტესტის ხანგრძლივობაა 60 წთ. 4. პირველი ტესტირების ჩატარების შემდეგ ხდება კანდიდატებთან გასაუბრება. შერჩევისას უპირატესობა ენიჭებათ იმ პირებს, ვინც ტესტირებისას დააგროვებს ქულათა საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტს. გასაუბრებისას გათვალისწინებულია შემდეგი კრიტერიუმები: გარეგნობა, მეტყველება, კომუნიკაბელურობა, არსებულ სექტორში სამუშაო გამოცდილება, მოტივაცია, პასუხისმგებლობის დონე, პრობლემურ სიტუაციებში მუშაობისათვის მზადყოფნა და სხვ. 5. ტრეინინგი და მომსახურე პერსონალის მომზადება/გადამზადება 2004 წლის თებერვლიდან სავაჭრო ქსელში პოპული ფუნქციონირებს სასწავლო ცენტრი, სადაც მიმდინარეობს მაღაზიების მომსახურე პერსონალის (დარბაზის ადმინისტრატორი, კონსულტანტი, მოლარე) მომზადება ან გადამზადება. სასწავლო ცენტრის შექმნას საფუძვლად უდევს ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბება, რაც უზრუნველყოფს მაღალი დონის მომსახურებას. საქართველოში იშვიათად თუ მოვხვდებით ისეთ გარემოში სადაც საშუალება გვეძლევა სასიამოვნოდ მოგვემსახურონ, ამიტომ მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება ს/ს "პოპული"-ში მუშაობის მსურველებს და ასევე არსებულ მომსახურე პერსონალს პერიოდულად ჩაუტარდეთ ტრეინინგი, რომლის მთავარი მიზანი, როგორც უკვე აღვნიშნეთ მაღალი დონის მომსახურების გაწევა და მუდმივად კმაყოფილი მომხმარებლის შენარჩუნებაა. ტრეინინგი შეეხება მომხმარებელთან ურთიერთობის საკითხებს: - მომხმარებლის სურვილების დადგენა, მყიდველთა ქცევა და ანალიზი;
- ეფექტური კომუნიკაციები და კონფლიქტების მოგვარება, პრაქტიკული სიტუაციების გათამაშება, უკმაყოფილების მართვა;
- სტანდარტების დადგენა და მათი შეფასება, მომხმარებლისათვის სასურველი პროდუქტის სწრაფი მოძებნა, რჩევების მიცემა საქონლის შეძენისას და სხვ.
და აგრეთვე მომხმარებლისთვის მაღალი დონის მომსახურების გასაწევად საჭირო უნარ-ჩვევებისა და წესების ჩამოყალიბებას: - თანამშრომლების მოვალეობები, უფლებები და პასუხისმგებლობა;
- თანამდებობრივი ინსტრუქციების გაცნობა, სამუშაოს შინაგანაწესი;
- საქონლის ასორტიმენტი და მახასიათებლები, საქონლის წარმოჩენა-განთავსება, კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობა და სხვ.
ყოველი ახალი მაღაზიის საჭირო პერსონალით უზრუნველსაყოფად ტრეინინგს გაივლის 50-60 ადამიანი, რომლებიც წარმატებით გადალახავენ პირველ ეტაპს (პირველი ტესტი). ჯგუფის ზომა - 15-20 კაცი. ტრეინინგის ხანგრძლივობაა 3 დღე, ანუ სულ 3*4სთ=12 სთ. ვაკანსიები პოპული რეგულარულად აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე: - მოლარე; - კონსულტანტი-გამყიდველი; - დარბაზის ადმინისტრატორი; - მაღაზიის მენეჯერი;
კანდიდატურა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
18-დან 35 წლამდე სასიამოვნო გარეგნობის მანდილოსანი ან მამაკაცი; კომუნიკაბელური; სუპერმარკეტში ან მაღაზიაში მუშაობის გამოცდილებით;
მაღაზიის მენეჯერების, დარბაზის ადმინისტარტორებისა და მოლარეებისთვის დამატებით:
კომპიუტერის ცოდნა; უმაღლესი ეკონომიკური განათლება; სასაქონლის ნომენკლატურის, ასორტიმენტის და საქონლის მოძრაობის მართვის ცოდნა; სამუშაოთა დაგეგმვის და მათი განხორციელების ორგანიზაციის უნარი; სასურველია მსგავსი ტიპის ორგანიზაციაში ამ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. სამუშაოს დაწყბეის მსურველებმა უნდა მიმართონ ს/ს „პოპულის" კადრების განყოფილებას და გაიარონ რეგისტრაცია. მისამართი: ქ. თბილისი, ქინძმარაულის ქ. 5
|