GEOENG
Home Sitemap Contact
მომხმარებლების რაოდენობა დღეს:

 
 
 
 

 
 

ხარჯავ ლარს, აგროვებ პოპულარს და საჩუქრების ფართო არჩევანი გაქვს!

პლასტიკური ბარათი “პოპ-არტი”

პოპულის გუნდმა თავისი ერთგული მომხმარებლებისათვის საჩუქრების, ფასდაკლებებისა და გათამაშებების აქციებში მონაწილეობის მისაღებად პლასტიკური დაგროვებითი ბარათი “პოპ-არტი” გამოუშვა.

მისი მიღების წესი მარტივია – პოპულის ქსელში ყიდულობთ 15 ლარის ღირებულების პროდუქტს და პირადობის წარდგენის შემდეგ, 3 სხვადასვა ვიზუალის მქონე ბარათს შორის, ირჩევთ სასურველ ვარიანტს. პოპულის ქსელში პროდუქციის შეძენისას “პოპ-არტ” ბარათზე დაგიგროვდებათ ქულები სახელწოდებით - “პოპულარი”, რომლებსაც საჩუქრების ასარჩევად გამოიყენებთ.

დაგროვების ფორმულა

ყოველ დახარჯულ 10 ლარზე დაგერიცხებათ 1 პოპულარი. დახარჯული თანხის პროპორციულად: 5 ლარზე - 0.5 პოპულარი, 7 ლარზე - 0.7 პოპულარი, 16 ლარზე 1.6 პოპულარი, 50 ლარზე – 5 პოპულარი. ბარათის ყველა მფლობელს 1.5 პოპულარი “პოპ-არტ” ბარათის მიღებისთანავე საჩუქრად გადაეცემა.
დაგროვილი “პოპულარის” რაოდენობა ბარათის გატარების დროს სალაროს ჩეკზე დაფიქსირდება.

საჩუქრები

“პოპ-არტ” ბარათზე დაგროვილი “პოპულარის” რაოდენობას საჩუქრების მისაღებად გამოიყენებთ. სურვილისამებრ, საჩუქრებს ცნობილი ბრენდის “ვილეროი  და ბოხის” სპეციალური კატალოგიდან შეარჩევთ, ან პოპულის ქსელში არსებული ასორტიმენტიდან დაგროვილი „პოპულარის“ ოდენობით შეიძენთ 100-ზე მეტი სახეობის პროდუქციას, რომლის იმპორტს საქართველოში მხოლოდ  “პოპული” ახორციელებს, ასეთი პროდუქცია მაღაზიის თაროებზე სპეციალური ფასდებულებით იქნება გამოყოფილი.

დამატებითი ინფორმაცია და დაგროვილი „პოპულარის“ რაოდენობა შეგიძლიათ მიიღოთ „პოპულის“ ცხელ ხაზზე (8 22) 43 11 22

 
 
Created by Pro-Service
   
მისამართი:
ქინძმარაულის ქუჩა №5, თბილისი, საქართველო.
Tel.: +995 32 244635
Fax.: +995 32 244633
Copyright © 2010 JSC Populi. All rights reserved.